იაგო კაჭკაჭიშვილი - ხელისუფლებას ანტიდასავლური ნარატივი უკანა კარიდან შემოჰყავს, სრულიად განზრახული ორმაგი პოლიტიკა აქვს, რათა ამომრჩეველი დააბნიოს და ეს თამაში გარკვეულწილად წარმატებულად გამოსდის

ის რომ ქართული ოცნება კონსტიტუციურ უმრავლესობას აგროვებს, აბსურდია - ტყუილია, ასევე, ის რომ, ძირითადი მხარდაჭერა ორ ოპოზიციურ ძალას შორის ნაწილდება და სხვა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, - ამის შესახებ სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

როგორც მან გადაცემაში აღნიშნა, მიუხედავად ზემოთქმულისა, თუ „ქართული ოცნება“ 40-45% აიღებს, პატარა ოპოზიციური პარტიების ხმებმა, რომლებიც 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, შეიძლება, მათ გამარჯვება მოუტანოს.

„ის, რომ ქართული ოცნება კონსტიტუციურ უმრავლესობას აგროვებს აბსურდია. არცერთი კვლევა, არც გახმაურებული და არც შიდა, გაუხმაურებელი, „ქართული ოცნების“ 60 და მითუმეტეს მეტ პროცენტს არ ადასტურებს. ტყუილია, ასევე, ის, რომ ძირითადი მხარდაჭერა ორ ოპოზიციურ ძალას შორის ნაწილდება და სხვა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ. ვითარება საპირისპიროა. არსებობენ ე.წ. შუა პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, რომლებსაც ბარიერის გადალახვის დიდი შანსი აქვთ. მაგალითად „ლელოს“, გახარიას პარტიას.

მიუხედავად ამისა, თუ პატარა ოპოზიციური პარტიები არ გაერთიანდებიან, ან არჩევნებში მონაწილეობაზე უარს არ იტყვიან, მათი ქულები, ვინც ბარიერს ვერ გადალახავენ, „ქართული ოცნების“ საარჩევნო ყულაბაში წავა. თუ "ქართული ოცნება" 40-45 პროცენტს აიღებს, პატარა ოპოზიციური პარტიების ხმებმა შეიძლება მათ გამარჯვება მოუტანოს“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

გარდა ამისა, როგორც მან გადაცემაში აღნიშნა, ხელისუფლებას სრულიად განზრახული ორმაგი პოლიტიკა აქვს და ანტიდასავლური ნარატივი „უკანა კარიდან შემოჰყავს“.

მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია სწორად იქცევა, როდესაც ლგბტ პროპაგანდის საკითხს უგულებელყოფს.

„ანტიდასავლური არა მხოლოდ პროპაგანდა, არამედ ქმედებებიც არსებობს, მაგრამ ანტიდასავლური ნარატივი ხელისუფლებას უკანა კარიდან შემოჰყავს, ეს არ არის აშკარა. მათ სრულიად განზრახული ორმაგი პოლიტიკა აქვთ, რათა ამომრჩეველი დააბნიონ. მე უნდა ვთქვა, რომ ხელისუფლებას ეს თამაში გარკვეულწილად წარმატებულად გამოსდის. თუ "ქართული ოცნება" ხისტი და სწორხაზოვანი იქნება, ეს მას ამომრჩეველს დააკარგვინებს. ლგბტ თემის საკითხი მწვავე პრობლემათა ათეულშიც არ ხდება. ხელისუფლებამ ამ თემასთან მიმართებით აგრესიულ პოლიტიკა აირჩია, რათა ამ საკითხის გარშემო აჟიოტაჟი ხელოვნურად შექმნას. ვფიქრობ სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია სწორად იქცევიან, რომ ამ საკითხს, ასე თუ ისე უგულებელყოფენ“, - განაცხადა იაგო კაჭკაჭიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება