ემანუელ მაკრონი - ვლადიმერ პუტინს „დიდი ოცეულის“ შეხვედრაზე მხოლოდ საერთო შეთანხმებით მიიწვევენ

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის „დიდი ოცეულის“ მომავალ სამიტზე მიწვევა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ამას ყველა მონაწილე ქვეყანა დაეთანხმება, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრაზილიაში ვიზიტისას, ქვეყნის პრეზიდენტ ლუის ინასიო ლულა და სილვასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მაკრონის თქმით, ოცი ინდუსტრიულად განვითარებული და განვითარებადი ქვეყნის გაერთიანების აზრი იმაში მდგომარეობს, რომ „დანარჩენ 19 ქვეყანასთან კონსენსუსის მიღწევა უნდა მოხდეს და ეს იქნება ბრაზილიური დიპლომატიის ამოცანა“.

საფრანგეთის სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „დიდი ოცეული“ ვალდებულია იმოქმედოს „მშვიდობისა და საერთო ინტერესების შესაბამისად“.

"თუ შეხვედრა შეიძლება იყოს სასარგებლო, ის უნდა ჩატარდეს. თუ ის არ იქნება სასარგებლო და გამოიწვევს უთანხმოებას, არ უნდა ჩატარდეს", - განაცხადა მაკრონმა.

შეგახსენებთ, „დიდი ოცეულის“ სამიტს ნოემბერში ბრაზილია უმასპინძლებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება