გუბერნატორი - ბელგოროდში 15 საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და ავტომობილები

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ 15 დრონი ჩამოაგდო, რომელიც ქალაქ ბელგოროდს უახლოვდებოდა, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი იუწყება.

მანამდე, რეგიონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სარაკეტო საფრთხე გამოცხადდა ქალაქ ბელგოროდსა და ბელგოროდის ოლქში.

"ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობდა ბელგოროდსა და ბელგოროდის ოლქის თავზე - ქალაქთან მიახლოებისას ჩამოაგდეს 15 საჰაერო სამიზნე. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ ყოფილა", - წერს გლადკოვი „ტელეგრამ“ არხზე.

მისი ინფორმაციით, ბელგოროდში საჰაერო თავდასხმის შედეგად 17 საცხოვრებელი კორპუსის 37 ბინაში მინები ჩამსხვრეულია, ერთ-ერთ კორპუსში ჭურვის ფრაგმენტებმა ძლიერ დააზიანა ერთ-ერთი ბინის აივანი. ამასთან, წინასწარი მონაცემებით, ნამსხვრევებით 12 ავტომობილი დაზიანდა.

ადგილზე გადაუდებელი დახმარების სამსახურები მუშაობენ. დაბომბვის შედეგების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს