Die Presse საქართველოს შესახებ - საქართველოს თეთრი ოქრო - 10 წელიწადში სრულიად ევროპა აქ ისრიალებს

ავსტრიის მაღალრეიტინგული გამოცემა Die Presse საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გამოცემის ჟურნალისტმა ჯოზეფ ებნერმა საქართველოში მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილებები მკითხველს გაუზიარა.

ამასთან აღნიშნავენ, რომ Die Presse საქართველოს სამთო ტურიზმის უპირატესობის, უნიკალური სამზარეულოსა და კულტურის შესახებ წერს. სტატიის ავტორი ავსტრიელ მკითხველს საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებულ რჩევებსაც აძლევს.

„იქ სადაც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებია საქართველომ პირველად Freeride World Tour-ს უმასპინძლა. ტურნირი სვანეთში ჩატარდა, აქ ჰაწვალის და თეთნულდის სათხილამურო ტრასებია. სვანეთში აღმოაჩენთ თავდაცვის მიზნით აშენებულ კოშკებს, უშგულში 800 წლის კოშკებსაც იპოვით“,-წერს ჯოზეფ ებნერი.

მათივე ინფორმაციით, გამოცემის ჟურნალისტი მკითხველს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ პროექტს „გიზ-გიზს“ აცნობს, რომელიც ზამთრის კურორტების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა.

„მესტიაში ფესტივალი „გიზ-გიზი“ ჩატარდა. აქ წარმოდგენილი იყო ქართული „სთრით ფუდი“, ტრადიციული წვნიანი კერძები, ასევე ლუდი და ჭაჭა. ფესტივალზე მონაწილეებმა დიჯეებთან ერთად იზეიმეს“,-წერს Die Presse-ის ჟურნალისტი.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ ყოველდღიური გამოცემა Die Presse ვენაში 1848 წლიდან გამოდის და ავსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო