გურამ მაჭარაშვილი - „ლელოს“ შურს ის, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა ლელო დადეს და „ლელო“ ლელოს ოქტომბერში ვერ დადებს

„ლელოს" შურს ის, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა ლელო დადეს და „ლელო“ ლელოს ოქტომბერში ვერ დადებს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ლელო" უპირატესობას სხვა ქვეყნებს ანიჭებს და არა საქართველოს. "ლელოს" შურს ის, რომ ქართველმა ფეხბურთელებმა ლელო დადეს და „ლელო" ლელოს ოქტომბერში ვერ დადებს. მათ ეს შური ამოძრავებთ და ანტიქართულ განცხადებებს ამიტომ აკეთებენ. ქართული საზოგადოება ამას ხედავს და შესაბამის პასუხს გასცემს ოქტომბერში. სამწუხაროდ, ტენდენცია იყო, რომ საქართველო და მისი ინტერესები პირველ ადგილზე არ იყო. ახლა უკვე ღიადაც ამბობენ ამას. გუბაზ სანიკიძე იქნება თუ „ლელო", უპირატესობას სხვა ქვეყნებს ანიჭებენ პირდაპირ და არა საქართველოს. ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რასაც ვამბობდით, რომ ეს არის მონური ფსიქოლოგია - მთავარია, მათმა პატრონებმა რაიმე თქვან და ისინი ამას არ ეწინააღმდეგებიან. მათთვის საქართველო და მისი ინტერესები პირველ ადგილზე არ იქნება. როცა პირდაპირ ამბობ, პოლიტიკოსი თუ არაპოლიტიკოსი, რომ საქართველო არ არის პირველი და პირველობას სხვა ქვეყანა იმსახურებს, იქ მთავრდება შენი საზოგადოებრივი მოღვაწეობა“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება