გოგიტა თოდრაძე - 2024 წლის თებერვალში 6200 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, წინა წლის მაჩვენებელს დაახლოებით, 6%-ით ჩამორჩება - კლება, ძირითადად, რუსეთზე მოდის

2024 წლის თებერვალში წინა თვისგან განსხვავებით პოზიტიური ტენდენციები შეინიშნებოდა საგარეო ვაჭრობაშიც. კერძოდ საქონლის ექსპორტი გაიზარდა 2%-ით, ხოლო იმპორტის მოცულობა გაზრდილია 4,4%-ით,- ამის შესახებ „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ 2024 წლის თებერვლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას წარდგენისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, 2024 წლის თებერვალში ქვეყანაში დარეგისტრირდა დაახლოებით, 6200 ახალი საწარმო და აღნიშნული მაჩვენებელი, დაახლოებით, 6%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

„კლება ძირითადად განპირობებულია კერძო უცხოური ინდმეწარმე სუბიექტების რეგისტრაციის მაჩვენებლების შემცირებით, მათი რაოდენობა 2024 წლის თებერვალში 23%-ით არის შემცირებული და კლება, ძირითადად, რუსეთზე მოდის.

ამასთან, 12%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 11 მილიარდ 400 მილიონ ლარს გადააჭარბა“,- განაცხადა თოდრაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს