BAG ინდექსი - 2024 წელს ბიზნესი ინვესტიციების ზრდას გეგმავს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ 2024 წლის პირველ კვარტალში გამოკითხული კომპანიების 66% აცხადებს, რომ 2024 წელს მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები 2023 წელთან შედარებით გაიზრდება, 27% უცვლელ დონეზე შენარჩუნებას ვარაუდობს, ხოლო კლებას გამოკითხულთა 7% პროგნოზირებს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ცნობით, საგულისხმოა, რომ 2024 წელს ინვესტიციების გაზრდას ან უცვლელ დონეზე შენარჩუნებას ჯამურად ბიზნესის 93% გეგმავს.

„აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ყველაზე ოპტიმისტური საინვესტიციო მოლოდინი მშენებლობის სექტორს აქვს, კერძოდ, გამოკითხული კომპანიების 90% ინვესტიციების ზრდას გეგმავს. მრეწველობის სექტორში - 69%, ხოლო მომსახურებისა და ვაჭრობის სექტორებში - 63% პროგნოზირებს ინვესტიციების საერთო მოცულობის ზრდას.

რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს ინვესტიციების მიმართულებით, უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წელს გამოკითხული კომპანიების 70%-მა გაზარდა ინვესტიციები 2022 წელთან შედარებით. ვაჭრობის სექტორში, ჯამური ინვესტიციების ზრდა კომპანიების 76%-მა დააფიქსირა, მომსახურებისა და მრეწველობის სექტორებში 69%-მა, ხოლო მშენებლობაში - 50%-მა გაზარდა ინვესტიციები 2023 წელს.

შეგახსენებთ, რომ ინვესტიციების კვლევა BAG ინდექსის ფარგლებში წელიწადში ორჯერ ტარდება და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების საინვესტიციო საქმიანობას მიმოიხილავს. მიმდინარე კვლევა აჯამებს 2023 წელს განხორციელებულ ინვესტიციებს და მიმოიხილავს საინვესტიციო გეგმებს 2024 წლისთვის.

BAG ინდექსს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია და PMC კვლევითი ცენტრი ifo ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება