პაატა მანჯგალაძე - ნამდვილი ოჯახური ღირებულება არის ის, რომ შვილები დედებსა და მამებთან იზრდებოდნენ, „ქართულმა ოცნებამ“ კი ყველაფერი გააკეთა, რომ ადამიანები ოჯახებიდან წავიდნენ, თაობები გაიზარდა „სკაიპით“ - ჯერ ეს პრობლემა მოაგვარონ

„ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა, რომ ადამიანები ოჯახებიდან წავიდნენ - თაობები გაიზარდა „სკაიპით“, ეს არის ყველაზე დიდი მავნებლობა და ჯერ ეს პრობლემა მოაგვარონ,- ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ მმართველი პარტიის მიერ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საუბრისას, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” პოლიტიკურად გაკოტრებული ხელისუფლებაა”.

“ნამდვილი ტრადიცია, ოჯახური ღირებულება არის ის, რომ შვილები იზრდებოდნენ დედებთან და მამებთან ერთად. “ქართულმა ოცნებამ” ყველაფერი გააკეთა, რომ ადამიანები ოჯახებიდან წავიდნენ. შვილები დედებს მოსწყვიტოს. თაობები გაიზარდა “სკაიპით”. ეს არის ყველაზე დიდი მავნებლობა. ჯერ ეს პრობლემა მოაგვარონ და შემდეგ სხვა საკითხები. ჯერ ამაზე გაგვცენ პასუხი, რატომ წავიდა საქართველოდან 800 ათასი მოქალაქე”,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პარლამენტში მმართველი უმრავლესობის ინიციატივით ორი - ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი საკონსტიტუციო ინიციატივა დარეგისტრირდება.

“ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგოდ“ წარდგენილი იქნება როგორც მოქმედ კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი, ასევე კონსტიტუციური კანონის პროექტი სახელწოდებით - “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.

თავად კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებით, კორექტირდება კონსტიტუციის 30-ე მუხლი, რომელიც ქორწინების, დედათა და ბავშვთა უფლებებს შეეხება. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნულ მუხლს ემატება ახალი პუნქტი შემდეგი შინაარსით: - “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.

რაც შეეხება “ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონის პროექტს, ის რვა პუნქტისგან შედგება და მთელი რიგი აკრძალვების დაწესებას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს