უკრაინაში აშშ-ის ელჩი - რუსეთი მთელ ღამეს უმოწყალოდ უშვებდა რაკეტებს და დრონებს უკრაინის წინააღმდეგ, ჩვენი დახმარება ახლავეა საჭირო

უკრაინაში აშშ-ის, ელჩი ბრიჯიტ ბრინკი რუსული ძალების მიერ უკრაინაში წუხელ და დღეს დილით განხორციელებულ მასიურ თავდასხმას ეხმაურება.

„რუსეთი მთელი ღამის განმავლობაში უმოწყალოდ უშვებდა რაკეტებსა და უპილოტო საფრენ აპარატებს უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. რუსეთის ბარბაროსული მცდელობები მილიონობით კაცის, ქალისა და ბავშვის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენის მიზნით უკონტროლოდ გრძელდება“, - დაწერა ელჩმა სოციალურ ქსელ X-ში.

მისი თქმით, საჭიროა, რომ უკრაინას დახმარება ახლავე აღმოუჩინონ.

„ჩვენი დახმარება ახლავეა საჭირო“, - დასძინა ბრიჯიტ ბრინკმა.

შეგახსენებთ, რუსებმა წუხელ და დღეს დილით უკრაინის ტერიტორიაზე მასიური სარაკეტო და დრონებით თავდასხმა განახორციელეს. „უკრენერგოს“ ინფორმაციით, დაზიანდა თბო და ჰიდროელექტროსადგურები ცენტრალურ და დასავლეთ ოლქებში, რის გამოც დნეპროპეტროვსკში, გადაუდებელი სამუშაოების გამო, ელექტროენერგია გაითიშა და ხარკოვში კი მიწოდება გრაფიკით ხორციელდება. ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა დაარტყეს ობიექტებს დნეპროპეტროვსკის, პოლტავასა და ჩერკასის ოლქებში. კერძოდ, მათ სამიზნეს ელექტროენერგიის წარმოების ობიექტები წარმოადგენდა. ენერგეტიკოსები და მაშველები შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს