კახა კალაძე - გიორგი გახარიამ რა თქვა, რომ „ოცნება“ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს? - დღევანდელ მოცემულობაში, რომ პოლიტიკოსი ამ განცხადებას აკეთებს, ან სერიოზული პრობლემები აქვს, ან რეალურად ვერ აღიქვამს რა ხდება ქვეყანაში

გიორგი გახარიამ რა თქვა, რომ „ოცნება“ [არჩევნებში] ვერ გაიმარჯვებს? - დღევანდელ მოცემულობაში, რომ პოლიტიკოსი ამ განცხადებას აკეთებს - ან სერიოზული პრობლემები აქვს ან რეალურად ვერ აღიქვამს რა ხდება ქვეყანაში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე შეფასებით, პარტია „საქართველოს” დამფუძნებელი, გიორგი გახარია „რეალობასთან ძალიან აცდენილია” „გახარიამ რა თქვა, რომ “ოცნება” [არჩევნებში] ვერ გაიმარჯვებს? ამ განცხადებებზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო. დღევანდელ მოცემულობაში, რომ პოლიტიკოსი ამ განცხადებას აკეთებს. ნუ, ერთი რამ ცხადია. ან სერიოზული პრობლემები აქვს ან რეალურად ვერ აღიქვამს რა ხდება ქვეყანაში და რეალობასთან ძალიან აცდენილია. ეს არის ჩემი პასუხი. გუნდში ზოგადად ძალიან ბევრ რამეზე მიმდინარეობს მსჯელობა, საუბარი. ამ ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანა, მე არ მიმაჩნია სწორად და საჭიროდ არ ვთვლი. თუ მას აქვს სურვილი ისაუბროს რაღაცებზე, შეიძლება რაღაცები ტყუილი იყოს, შეიძლება რაღაცები მოიგონოს. მე ნამდვილად არ მაქვს სურვილი ამ თემაში შევიდე”, - აღნიშნა კალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება