იაგო ხვიჩია - ნიკა გვარამიას ვურჩევდი, რომ საქმის დასრულება სჯობს - გასაჩივრება იგივე შედეგით შეიძლება დასრულდეს, არა იმიტომ, რომ გვარამია მტყუანია ან მართალი, არამედ იმიტომ, რომ ასეთი სახის ისტორიები ეფექტური არ არის

ნიკა გვარამიას ვურჩევდი, რომ ამ საქმის დასრულება სჯობს - გასაჩივრება ისევ ასე შეიძლება დასრულდეს, არა იმიტომ, რომ გვარამია მტყუანია ან მართალი, არამედ იმიტომ, რომ ასეთი სახის ისტორიები ეფექტური არ არის, - ამის შესახებ “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებას, რომ თავისი საქმით, "გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში წავიდეს".

ხვიჩიას თქმით, აღნიშნული საქმე არც სტრასბურგში არ იყო წასაღები.

“ჩვენ პოლიტიკოსები ვართ და ამ ქვეყანაში უნდა ვცდილობდეთ სასამართლო ავაწყოთ. ჩემი აზრით, ჩვეულებრივი ადამიანები საერთაშორისო სასამართლოების იმედად ვერ იქნებიან. საქმეების უდიდესი ნაწილი სხვადასხვა მოტივით განსახილველად არ მიიღება. ვფიქრობ, რომ გასაჩივრება ისევ ასე შეიძლება დასრულდეს არა იმიტომ, რომ გვარამია მტყუანია ან მართალი, არამედ იმიტომ, რომ ასეთი სახის ისტორიები ეფექტური არ არის. მის ადგილზე ამას არ გავაკეთებდი [საქმეს არ გავასაჩივრებდი]. გვარამიამ უნდა გადაწყვიტოს, სამართლებრივ დავაზე, რა სამართლებრივ სტრატეგიას აირჩევს. სტრასბურგში განსახილველად ჩვეულებრივი საქმეები არ მიიღება და არ ვიცი, გვარამიას და მის ადვოკატებს რომელ შემთხვევასთან ჰქონდათ საქმე. რა თქმა უნდა, ნიკა გვარამიას საქმე პოლიტიკური იყო. როგორ შეიძლება, "ნაცმოძრაობის" მთავარი პროპაგანდისტის საქმე პოლიტიკური არ ყოფილიყო, რომელიც იმ მუხლით დაიჭირეს, რომლითა ციხეში სხვა არავინ ზის და არც მჯდარა. როგორ შეიძლება, ეს საქმე თავისი შინაარსით პოლიტიკური არ ყოფილიყო, თუმცა სტრასბურგის სასამართლო განსახილველად ყველა პოლიტიკურ საქმეს არ იღებს”, - განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიიღო, თავისი საქმით, "გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში წავიდეს".

როგორც გვარამია აცხადებს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მანდატი მთელ მსოფლიოზე ვრცელდება და მას ნაკლებად აინტერესებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება