რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინის საზღვართან ფერმაში დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს

ნატო-ს წევრი რუმინეთი აცხადებს, რომ მდინარე დუნაის მახლობლად, უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე ფერმაში დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს.

ფრაგმენტები, რომლებიც თითქოს საჰაერო მოწყობილობის (დრონისაა), იდენტიფიცირებული იქნა სასოფლო-სამეურნეო მიწაზე Insula Mare a Brailei-ში“, - ნათქვამია რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, თავდაცვის სამინისტრო, ეროვნული თავდაცვის სისტემის, საზოგადოებრივი წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების სპეციალიზებულ სტრუქტურებთან ერთად მომხდარის გამოძიებას აწარმოებს.

შეგახსენებთ, რუსეთმა წუხელ და დღეს დილით უკრაინის დასავლეთ და ცენტრალურ ნაწილებში რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება