ირაკლი კობახიძე - გვარამიასთვის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალიან მტკივნეულია - გაერო-სთვის მიმართვა პატარა ტრიუკია, რომლითაც ცდილობს მისთვის მტკივნეულ გადაწყვეტილებას გაექცეს

გვარამიასთვის ძალიან მტკივნეულია ის გადაწყვეტილება, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ მიიღო - გაერო-სთვის მიმართვა რაღაცა, პატარა ტრიუკია, რომლითაც ცდილობს, რომ გაექცეს მისთვის მტკივნეულ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რიტაც პარტია „ახალის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, გვარამია გეგმავს გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტს მიმართოს.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, ნიკა გვარამია „ვერ გაექცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ რეალურად დაადასტურა მისი დამნაშავეობა“.

„გვარამიასთვის ძალიან მტკივნეულია ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო სტრასბურგის სასამართლომ. ის კიდევ ერთხელ დაესხა თავს ამ კონკრეტულ ევროპულ ინსტიტუტს, რასაც ჰქვია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და მისთვის გაერო-სთვის მიმართვა რაღაცა, პატარა ტრიუკია, რომლითაც ცდილობს, რომ გაექცეს მისთვის მტკივნეულ გადაწყვეტილებას. საზოგადოება, რა თქმა უნდა, ყველაფერს ხედავს და გვარამია ვერ გაექცევა იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ რეალურად დაადასტურა მისი დამნაშავეობა. ყველამ ისედაც ხომ იცის თუ რა დანაშაული ჩაიდინა გვარამიამ კონკრეტულ შემთხვევაში. წარსული დანაშაულები კიდევ უფრო კარგად იცის. აქედან გამომდინარე, ვერავითარი ტრიუკებით ამ დანაშაულებისთვის პასუხისმგებლობას გვარამია ვერ აირიდებს“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება