ირაკლი კობახიძე - რაც მეტი 2%-3%-იანი პარტია ოპოზიციაში იქნება, მით უკეთესი - საბოლოო ჯამში, ჩვენ ეს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაში დაგვეხმარება

რაც მეტი 2%-3%-იანი პარტია ოპოზიციაში იქნება, მით უკეთესი - საბოლოო ჯამში, ჩვენ ეს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაში დაგვეხმარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის შეფასებით, დღევანდელი მონაცემებით „ქართული ოცნება“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობას იღებს.

როგორც მან აღნიშნა, ქართული საზოგადოება „კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ და კონკრეტულ ადამიანებს ვერავითარ წარმატების შანს ვერ მისცემს“.

„რაც მეტი 2%-3%-იანი პარტია ოპოზიციაში იქნება, მით უკეთესი. საბოლოო ჯამში, ჩვენ ეს საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღებაში დაგვეხმარება. დღევანდელი მონაცემები არის ასეთი. დღევანდელი მონაცემებით ჩვენ საკონსტიტუციო უმრავლესობას ვიღებთ. ჩვენი მხარდაჭერა არის დაახლოებით 60%. რაც შეეხება ოპოზიციას, „ნაცმოძრაობის“ მაჩვენებელი არის 15%-ს ჩამოცდენილი და ვერცერთი სხვა პარტია საარჩევნო ბარიერს ვერ ლახავს. ეს არის დღევანდელი მოცემულობა.

რაც უფრო მეტად იქნება ფრაგმენტირებული ოპოზიცია, რა თქმა უნდა, მით უკეთესი. ხაზარაძე, მელია, გვარამია და სხვები, ოფიციალურად მხილებული არიან დანაშაულში. როცა ასეთი ადამიანები გამოთქვამენ პოლიტიკაში ყოფნის პრეტენზიას, რა თქმა უნდა, მათ ვერავითარი შანსი ვერ ექნებათ. ბუნებრივია, საქართველოში საზოგადოება არის ძალიან გამოცდილი, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოება ამ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ამ კონკრეტულ ადამიანებს ვერავითარ წარმატების შანს ვერ მისცემს“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს