შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა ახალციხესა და ახალქალაქში აბიტურიენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ახალციხისა და ახალქალაქის სკოლების მეთორმეტეკლასელებისათვის ღია კარის დღე ჩატარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა და საგამოცდო პროცესების მართვის სამსახურის უფროსმა მაია გაბუნიამ აბიტურიენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით.

„საინფორმაციო შეხვედრაზე საუბარი შეეხო საგამოცდო პროცედურებს, რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე რეკომენდაციებს, რომლებიც უნდა გაითვალისწინონ გამოსაცდელებმა როგორც გამოცდებამდე, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას. ღია კარის დღეზე აბიტურიენტებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებითაც.

შეგახსენებთ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველწლიურად მართავს აბიტურიენტებისათვის საინფორმაციო შეხვედრებს როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ რეჟიმში Microsoft Teams-ის პროგრამის საშუალებით. ბმული საჯაროა და ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი. ონლაინ ღია კარის დღესთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge მომდევნო კვირას გამოქვეყნდება.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია გრძელდება და ის 4 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება