„ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებმა ცხოველებზე ზრუნვასთან დაკავშირებით მასშტაბური პროექტი დაიწყეს

„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტური კლუბი „ვეტეუქეარს“ პროექტის - „ჩვენ ვზრუნავთ ცხოველებზე, თქვენ?!“ ფარგლებში, ქალაქ თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში უფროსკლასელებთან ინფორმაციულ შეხვედრებს მართავს.

„ევროპის უნივერსიტეტის“ ინფორმაციით, კონკურსის მიზანი ვეტერინარიის დარგის მნიშვნელობის, ცხოველთა კეთილდღეობაზე ზრუნვის აუცილებლობის, ცხოველებთან ჯანსაღი ურთიერთობისგან მიღებული მენტალური სარგებლობის შესახებ მოსწავლეებში ცნობიერებისა და ნდობის ამაღლებაა.

„პროექტში მონაწილეობის მიღებას როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლების მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები 12 აპრილს, 00:00 საათამდე რეგისტრაციის შემთხვევაში შეძლებენ.მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ორი საათის განმავლობაში შეასრულონ ესე, მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს სამ გვერდს. კონკურსი 13 აპრილს, 14:00 საათზე, „ევროპის უნივერსიტეტში“ (გურამიშვილის გამზირი 76) გაიმართება. მოსწავლეების მიერ შესრულებულ ესეებს სპეციალურად შედგენილი კომისია შეაფასებს და გამოვლინდებიან I, II, III ადგილოსნები. საპრიზო ნომინაციებში გამარჯვებულები "ევროპის უნივერსიტეტისგან“ დასაჩუქრდებიან. დაჯილდოების ცერემონიაზე ყველა კონკურსანტს მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცემა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირდა შესაძლებელია ბმულზე:“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება