ირაკლი კობახიძე მედიას - ქუთაისში პარლამენტის ყოფნას ქუთაისის განვითარებაზე არავითარი გავლენა არ ჰქონდა - შეიძლება თქვენთვის ეს მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ქუთაისის განვითარებაზე გავლენა არ ჰქონია!

ქუთაისში პარლამენტის ყოფნას ქუთაისის განვითარებაზე არავითარი გავლენა არ ჰქონდა - შეიძლება თქვენთვის ეს მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ქუთაისის განვითარებაზე გავლენა არ ჰქონია! - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისში სტუმრობისას, ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.

კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამაში ქუთაისს “ღირსეული ადგილი ექნება“.

“თუ ეკონომიკა ჩვენი ჩამოსვლით იცვლება, ახლაც ჩამოვალთ, მაგრამ სტატისტიკით დასტურდება, რომ პარლამენტის ქუთაისში ყოფნა ქუთაისის დემოგრაფიას და ეკონომიკას არ წაადგა. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ქუთაისმა ახალი ფუნქცია შეიძინოს. ამისკენ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა - ერთ-ერთია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. მნიშვნელოვანია ქუთაისს ისეთი კონკრეტული გეგმები შევთავაზოთ, რომელიც სწორედ მის ეკონომიკურ განვითარებას წაადგება.

ჩვენ საარჩევნო პროგრამას ძალიან მალე წარვადგენთ. ამ საარჩევნო პროგრამაში ქუთაისს ღირსეული ადგილი ექნება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რეგიონების სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებს შეხვდა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება