ბექა ოდიშარია - პოლიტიკურად რომ "დაჩაქუჩდებიან" ხელმოცარულები, მავნებელი ოპოზიცია,  მერე, 2024 წლის ოქტომბერში მიხვდებიან, რა რეიტინგი აქვს “ქართულ ოცნებას"

პოლიტიკურად რომ "დაჩაქუჩდებიან" ხელმოცარულები, მავნებელი ოპოზიცია, მერე, 2024 წლის ოქტომბერში მიხვდებიან, რა რეიტინგი აქვს “ქართულ ოცნებას, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ მმართველი პარტიის რეიტინგის თაობაზე ოპოზიციის შეფასებების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

გარდა ამისა, ოდიშარიამ უპასუხა კითხვას, რომ “ლელო” UEFA-სტატიას აკრიტიკებს, სადაც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის როლზეა საუბარი.

მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ ნახევარი პარლამენტი ფეხბურთშიც ვერ ერკვევა.

“პოლიტიკაში და პიარში რომ ვერ ერკვევიან, ეს ცხადია. ახლა აღმოჩნდა, რომ ნახევარი პარლამენტი ფეხბურთშიც ვერ ერკვევა. სამშობლო რომ არ უყვართ, ეს დიდი ხანი ცნობილი იყო. ამბობენ, რომ თურმე ფედერაცია არაფერ შუაშია და მოედანზე უნდა დარბოდეს ყველა, ვინც გამარჯვებაში იქნება “დამნაშავე”. ეტყობა არ სმენიათ, რომ მსოფლიოს არცერთი ფედერაციის არც პრეზიდენტი, არც ვიცე-პრეზიდენტი, არც ჩინოსანი არ დარბის მოედანზე ისე, როგორც მწვრთნელი. ყველას თავისი საქმე აქვს და წარმატებას ასევე აკეთებს გულშემატკივარი, რომელიც ასევე არ დარბის მოედანზე, მაგრამ თავისებურად იღებს მნიშვნელოვან ემოციურ წვლილს შედეგში. საქართველოს არანაირი წარმატება არ უხარიათ. მათ შორის, ერთმა გამოაცხადა, რომ უკრაინაა ახლა ოქროს მედალოსანი - რა შუაშია? საერთოდ, უკრაინა რა შუაშია ქართველი ბიჭების გამარჯვებასთან, საქართველოს ფეხბურთის ამ დიდ წარმატებასთან? იქნება და “ევრონესტის” ის უკრაინელი დეპუტატებიც არიან ამ წარმატებაში მონაწილენი? ეს არის უბედურება - ცალ ფეხზე დამდგარი, კოლონიალისტური სინდრომით შეპყრობილი პოლიტიკოსების და მომხვეჭებლური, ანგარებიანი პოლიტიკური დღის წესრიგით სრულიად გაჟღენთილი (დამატებული ბოღმა) ადამიანების მიდგომა საკუთარი ქვეყნის წარმატებისადმი”, - განაცხადა ოდიშარიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს