თსუ-ს რექტორის ინიციატივით ახალი სახელმძღვანელოები შეიქმნება

თსუ-ს რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ინიციატივით, თსუ სტუდენტებს უახლოეს პერიოდში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახელმძღვანელოები ექნებათ.

თსუ-ს ცნობით, გასული წლის ნოემბერში შემუშავებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული გეგმის თანახმად, 2024 წლის ბიუჯეტში ახალი სახელმძღვანელოების შესაქმნელად 350 ათასი ლარი გამოიყო.

„ახალ სახელმძღვანელოებში მოიაზრება, როგორც უცხოური სახელმძღვანელოების თარგმნა, ასევე ორიგინალური სახელმძღვანელოების შექმნა. ამ საქმისთვის თსუ-ში შეიკრიბება სპეციალური კომისია, რომელსაც პროფესორი მარინე ჩიტაშვილი უხელმძღვანელებს. კომისიაში თსუ ყველა ფაკულტეტიდან შესული 2-2 წევრი შევა, რომლებიც ფაკულტეტებთან ერთად განსაზღვრავენ პრიორიტეტებსა და საჭირო კრიტერიუმებს: თუ რა ტიპის, რომელი კურსის, რა სახის სახელმძღვანელოები უნდა შეიქმნას, რამდენ სტუდენტს სჭირდება ესა თუ ის სახელმძღვანელო, რა მოცულობის უნდა იყოს ნაშრომი, თარგმანის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს თანამედროვე სტანდარტებს, ნაშრომი ლიტერატურულად და სტილისტურად უნდა იყოს გამართული.

სახელმძღვანელოებზე იმუშავებენ თსუ პროფესორები, რომლებიც სამეცნიერო მუშაობისთვის და სასწავლო ლიტერატურის მომზადებისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საათების ფარგლებში შექმნიან მათ და ამ საქმეში დამატებით მიეცემათ ჰონორარი.

ახალი სახელმძღვანელოები დაიბეჭდება უნივერსიტეტის სტამბაში, მათი 3-3 ეგზემპლარი კი საჩუქრად გადაეცემა სხვადასხვა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკებს, ხოლო ელექტრონული ვერსია განთავსდება თსუ ბიბლიოთეკის ელექტრონულ ბაზაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება