საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ღვაწლმოსილი პედაგოგის, ლიანა შეწირულის გარდაცვალების გამო, სამძიმარს გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო წრეების სახელით, რექტორი დავით გურგენიძე, საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის, მრავალი სახელმწიფო ჯილდოს მფლობელის, - პირველი კლასიკური გიმნაზიის ყოფილი დირექტორის ლიანა შეწირულის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„ლიანა შეწირული ნახევარ საუკუნეზე მეტი, 1952 - 2005 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ამ პერიოდში მის მიერ აღზრდილ იქნა საქართველოს მრავალი სახელოვანი შვილი - გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწეები, მეცნიერები, კულტურის და სპორტის სფეროს წარმომადგენლები, ღირსეული მოქალაქეები. წლების განმავლობაში იკავებდა საარჩევნო თანამდებებს საქართველოსა და თბილისის წარმომადგენლობით ორგანოებში, იყო მრავალი საერთაშორისო კონგრესის, კონფერენციისა და სიმპოზიუმის დელეგატი და წამყვანი.

ლიანა შეწირულის სახელი არასდროს დაავიწყდება საზოგადოებას, რამეთუ, მისი ძალისხმევით საქართველოს, თბილისს შეუნარჩუნდა 1991-92 წლებში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად დანგრეული კლასიკური გიმნაზიის ისტორიული შენობა.

სწორედ ლიანა შეწირულის დამსახურებაა 1995 წლის 1 სექტემბერს აღდგენილი შენობის საზეიმო გახსნა. განახლებულმა პირველმა კლასიკურმა გიმნაზიამ გააგრძელა მემკვიდრეობით მიღებული საუკეთესო ტრადიციები. აღდგენილ იქნა გიმნაზიის ბიბლიოთეკა, რომელიც კვლავ ერთ-ერთი საუკეთესოა სასკოლო ბიბლიოთეკებს შორის. განახლდა სკოლის მუზეუმი, სასწავლებელში მოქმედებს ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია. 1994 წლიდან თბილისის კლასიკური გიმნაზია განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დარგში იუნესკოს ასოცირებული წევრი გახდა.

თბილისის კლასიკურ გიმნაზიას, ამ სახელოვან, დიდი ისტორიის მქონე სკოლას 32 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ქალბატონი ლიანა. გვინდა სამძიმარი გამოვუცხადოთ იმ თაობებს, რომლებიც ამ პერიოდში სწავლობდნენ გიმნაზიაში.

მშვიდობით, ქალბატონო ლიანა! მსუბუქი იყოს თქვენთვის ქართული მიწა!“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმრის წერილში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება