ჯაბა სამუშია თსუ-ს სტუდენტებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია თსუ-ს შვიდივე ფაკულტეტის, სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებს შეხვდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, შეხვედრაზე რექტორმა სტუდენტებს საუნივერსიტეტო სიახლეები გააცნო და უახლოეს მომავალში მათი ჩართულობით განსახორციელებელ საკითხებზე ისაუბრა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, რექტორმა სასწავლო კურსების დუბლირების პრობლემის მოგვარებასა და ახალი სახელმძღვანელოების შექმნის საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, უახლოეს 2-3 წელიწადში ჩვენი სტუდენტები, განახლებულ სასწავლო პროგრამებზე, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი სახელმძღვანელოებით ისწავლიან.

„თსუ-ში სტუდენტური პროექტების დაფინანსების კონკურსის პირველ ეტაპზე 60-მდე პროექტი დაფინანსდა. ჯაბა სამუშიამ სტუდენტებს ამ მიმართულებით მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა, რადგან, მისი თქმით, სტუდენტებმა უნდა გამოიყენონ ის შესაძლებლობები, რომელსაც უნივერსიტეტი სთავაზობს სამეცნიერო, სპორტული და კულტურული ღონისძიებების მიმართულებით.

თსუ-ს რექტორი სტუდენტებს კიდევ ერთ მნიშვნელოვან შესაძლებლობაზე ესაუბრა. მისი თქმით, დოქტორანტ სტუდენტებს უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობის დაკავების შესაძლებლობა ექნებათ. ეს ხელს შეუწყობს ახალგაზრდა მეცნიერების მოზიდვასა და სასწავლო პროცესში მათ ჩართვას.

ჯაბა სამუშიამ სტუდენტებს მოუწოდა აქტიურად ჩაერთონ სტუდენტურ ფესტივალში ინტელექტუალური, სპორტული, კულტურული და მოხალისეობრივი მიმართულებით. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება გასვლითი ღონისძიებები, მოეწყობა ახალგაზრდული ბანაკები, გაიმართება კონფერენციები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება