ირანის საელჩომ და რელიგიის სააგენტომ საქველმოქმედო აქცია გამართეს

დღეს, თბილისის ჯუმა მეჩეთში, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩომ და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ მუსლიმი თემის წარმომადგენლებს რამადან ბაირამი მიულოცეს და სოციალურად დაუცველ ადამიანებს ტრადიციულად, ჰუმანიტარული დახმარება - 500 ყუთი სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტები დაურიგეს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ირანის ელჩმა რელიგიის სააგენტოს საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჯუმა მეჩეთში იმყოფებოდნენ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მაჰმუდ ადიბი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოში ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ჰასან იუსეფზადე არბატი, საქართველოს მუსლიმური სამმართველოს შეიხი, ფაიგ ნაბიევი, აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი, ეტიბარ ემინოვი, ირანის საელჩოსა და რელიგიის სააგენტოს თანამშრომლები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება