ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს ჭოუ ციენს შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებულ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებაზე, რასაც შედეგად უკვე მოყვა ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლა.

„ელჩმა ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით გაწეული სამუშაოსთვის. თავის მხრივ, პარტიის თავმჯდომარემ ელჩის მიმართ მადლიერება გამოხატა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობაში შეტანილი წვლილისთვის.

საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, ასევე საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება