გიორგი ტყემალაძე ოპოზიციას - მე მესმის, რომ ეს თქვენთვის დიდი ცდუნებაა, მაგრამ შეეცადეთ, ყველა საკითხი პოლიტიკას არ დაუკავშიროთ

აგლაძის ქუჩაზე დაგეგმილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობის საკითხზე, რომელსაც დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ, განცხადება საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ გააკეთა. მან ოპოზიციას მოუწოდა, თავი შეიკავონ მოსახლეობის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანისგან და განმარტა, რომ საკითხი, რომელსაც დღეს განიხილავენ ურბანულად, სამართლებრივად, სამართლიანობით და მიზანშეწონილობით სწორი და გამართულია.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, აღნიშნული საკითხის გარშემო დეტალური განმარტებები არაერთხელ გაკეთდა.

„ოპოზიცია აცხადებს, თითქოს სამშენებლო კომპანია 9 მილიონის ნაცვლად, იგივე გადაწყვეტილებაში 3 მილიონს გადაიხდის. ეს არის ტყუილი. თუ შემოხვალთ შინაარსსა და საკითხის განხილვაში, მიხვდებით, რომ ეს ასე არ არის, მაგრამ თქვენ სიმართლე არ გაინტერესებთ. თქვენი ინტერესია, ზედაპირული ინფორმაცია გაავრცელოთ, რათა მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოთ. საკითხი, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი განსახილველად, ყველანაირი თვალსაზრისით გამართულია, ამიტომ ჩვენ მას ობიექტურად დავუჭერთ მხარს. მე მესმის, რომ ეს თქვენთვის დიდი ცდუნებაა, მაგრამ შეეცადეთ, ყველა საკითხი პოლიტიკას არ დაუკავშიროთ”, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო