ფინანსთა სამინისტრო - საქართველოში საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა ფართოდ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) საგადასახადო მიზნებისთვის გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის მიერ, საქართველოს იურისდიქციის შეფასების ანგარიში გამოქვეყნდა და საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის სფეროში საქართველოს რეიტინგი: largely compliant მიენიჭა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეფასების პროცესი, მეორე რაუნდის ფარგლებში, OECD-ის მიერ 2023 წლის 10 მარტს დაიწყო და სამწლიანი პერიოდის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ საქართველოში საგადასახადო მიზნებისათვის ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს.

მათივე ინფორმაციით, შეფასებები განხორციელდა მეორე რაუნდის ფარგლებში, რომელიც ეფუძნება OECD-ის მიერ განახლებულ მეთოდოლოგიას და შეფასების პროცესში იურისდიქციები ფასდება 10 ელემენტის მიხედვით: A.1 საკუთრებისა და ვინაობის შესახებ ინფორმაციის არსებობა; A.2. საბუღალტრო ინფორმაციის არსებობა; A.3 საბანკო ინფორმაციის არსებობა; B.1 ინფორმაციაზე წვდომა; B.2 უფლებები და გარანტიები; C.1 მოთხოვნის საფუძველზე ინფორმაციის გაცვლის (EOIR) მექანიზმები; C.2 მოთხოვნის საფუძველზე ინფორმაციის გაცვლის მექანიზმების ქსელი; C.3 კონფიდენციალობა და C.4 უფლებები და გარანტიები.

„აღსანიშნავია, რომ ამ 10 ელემენტიდან 8-ში საქართველოს მიენიჭა უმაღლესი რეიტინგი - "compliant".

აღნიშნული შეფასებით, საქართველო წინ უსწრებს ევროკავშირის ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ავსტრია, ბელგია, ჩეხეთი, დანია, ფინეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, ლატვია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, სლოვაკეთი.

ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს მიერ პირველი რაუნდის შეფასების ფარგლებში მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე განხორციელებული ცვლილებები გლობალური ფორუმის ანგარიშში მნიშვნელოვან პროგრესად იქნა მიჩნეული.

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: „,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება