ირაკლი ეძგვერაძე - წარმოუდგენელია, არ შეიძლება ადამიანები, რომლებიც ასე თამაშობენ ამ სპორტს, უმაღლესი ლიგის ფეხბურთელს ჰქონდეს 1000-1500 ლარი ანაზღაურება

წარმოუდგენელია, არ შეიძლება ადამიანები, რომლებიც ასე თამაშობენ ამ სპორტს, უმაღლესი ლიგის ფეხბურთელს ჰქონდეს 1000-1500 ლარი ანაზღაურება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს წევრმა, ირაკლი ეძგვერაძემ განაცხადა.

ეძგვერაძემ სპორტსმენებს მადლობა გადაუხადა და საქართველოს ფეხბურთის ნაკრებს წარმატება უსურვა.

მისივე თქმით, ეროვნული ლიგა უნდა განვითარდეს.

„მადლობას გადავუხდი თითოეულ მათგანს, ბიჭებს, ვინც წვლილი შეიტანა ამ დიდ გამარჯვებაში, ვინც დადო ერთი აგური, მათაც გულწრფელ და დიდ მადლობას გადავუხდი. მადლობა ბიჭებს, მადლობა კაპიტანს, თავდადებისთვის, თითოეული სანტიმეტრის ბრძოლისთვის. ეს არ იყო მხოლოდ ქართული ფეხბურთის გამარჯვება, ეს იყო ქართველი ხალხის გამარჯვება, ჩვენი ერის გამარჯვება, რაც ძალიან სჭირდებოდა ჩვენს ხალხს. მე მინდა კიდევ ერთხელ და მთელი გულით მადლობა გადავუხადო და წარმატება ვუსურვო ჩვენს ეროვნულ ნაკრებს, შემდგომ ეტაპზე გასასვლელად გერმანიაში.

მე ასევე მინდა კიდევ ერთ საკითხს შევეხო აუცილებლად, ჩვენ შეგვიძლია სპორტის თამაში, ამ ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ ქართველ ერს განსაკუთრებულად შეუძლია ამ სპორტის თამაში. ალბათ ბატონ ალადაშვილს ეცოდინება როდის დაიწყო ეროვნული ლიგა, რომელ რიცხვსა და თვეში დაიწყო. მე მინდა, რომ ეს გამარჯვება იყოს საწინდარი ჩვენი ეროვნული ლიგის გაძლიერების. ალბათ ძალიან ცოტა ადამიანმა იცის, რომ 10 გუნდი მონაწილეობს ჩვენს ჩემპიონატში, ეროვნულ ლიგაში. შარშან და წელს 3 გუნდმა ვერ გაიარა შეკრება, ზამთრის შეკრება, ე.წ. ზბორები. ისე დაიწყეს ჩემპიონატი, რომ ვერ შეძლეს მომზადება ეროვნული ჩემპიონატისთვის.

კიდევ აუცილებლად მინდა კერძო მესაკუთრეებს მივმართო და ვუთხრა, ასევე უნდა ჩაერთოს ხელისუფლება, არ შეიძლება ადამიანები, რომლებიც ასე თამაშობენ ამ სპორტს, უმაღლესი ლიგის ფეხბურთელს ჰქონდეს 1000-1500 ლარი ანაზღაურება. წარმოუდგენელია, ფეხბურთელმა ითამაშოს და მისი ანაზღაურება იყოს 1000-1500 ლარი.

მე ძალიან მინდა და ვიმედოვნებ, რომ ეს აუცილებლად გამოსწორდება. ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ეროვნული ლიგა უნდა განვითარდეს. მოგეხსენებათ, ჩვენ C დივიზიონიდან ავიწიეთ, B დივიზიონში. ახლა უფრო ძლიერ გუნდებთან მოგვიწევს შეხვედრა და შემდეგ და შემდეგ, ეს აუცილებლად უნდა განვითარდეს. ვიმედოვნებ, რომ ამ საკითხში ყველა ერთად ვართ და სახელმწიფო სათანადო ყურადღებას მიაქცევს ამ საკითხს“,- განაცხადა ირაკლი ეძგვერაძემ, რომლის კომენტარს „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის