ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, თანამედროვე ტიპის სავარძლები და ტენსატორული ბარიერები დამონტაჟდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი, თანამედროვე ტიპის სავარძლები და ტენსატორული ბარიერები დამონტაჟდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

„საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მუდმივად ზრუნავს ქუთაისის დავით აღმაშენებლის აეროპორტის ინფრასტრუქტურისა გაუმჯობესებასა და მგზავრებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაზე. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტს დამატებით 4 ადგილიანი 36 ერთეული სავარძელი და რიგის კონტროლის 300 ერთეული ტენსაბარიერი დაემატა.

ჩეხური წარმოების თანამედროვე ტიპის, საერთაშორისო სტანდარტის სავარძლები აეროპორტის გაფრენის დარბაზში პირველ და მეორე სართულებზეა განთავსებული. ახალი სავარძლები დაემატა ჩამოფრენის დარბაზსაც.

მგზავრთა ნაკადის და რიგების კონტროლისთვის, 300 ერთეული პოლონური წარმოების მაგნიტური ტენსაბარიერი გაფრენის დარბაზში სარეგისტრაციო დახლებთან, ასევე გაფრენისა და ჩამოფრენის დარბაზებში საპასპორტო კონტროლის ჯიხურებთან დამონტაჟდა.

პროექტში საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ 185, 600 ლარის ინვესტიცია განახორციელა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს