გია ვოლსკი - „დემოკრატიის მრავალფეროვნების”კვლევის მიხედვით, სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლებო გავლენისგან თავისუფლებით, საქართველო მსოფლიოში 27-ე ადგილს იკავებს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი, „დემოკრატიის მრავალფეროვნების“ (V-DEM) კვლევას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

როგორც ვოლსკი აღნიშნავს, როდესაც საქართველოს დღევანდელ მართლმსაჯულების სისტემაზე ვმსჯელობთ, უნდა დავეყრდნოთ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მონაცემებს და არა რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდას.

„რა მონაცემებს უნდა ვეყრდნობოდეთ, როდესაც საქართველოს დღევანდელი მართლმსაჯულების სისტემაზე ვმსჯელობთ, რადიკალური ოპოზიციის პროპაგანდას თუ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებს? აი ერთ-ერთი მათგანი:

მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტის, „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ (V-DEM) კვლევის მიხედვით:

სასამართლო მართლმსაჯულებაზე სახელისუფლებო გავლენისგან თავისუფლებით, საქართველო მსოფლიოში 27-ე ადგილს იკავებს და ევროკავშირის 21 სახელმწიფოს უსწრებს. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულების მაჩვენებლის ინდექსი 2012 წელთან შედარებით 69 საფეხურით არის გაუმჯობესებული. კორუფციული გადაწყვეტილებებისაგან სასამართლოს თავისუფლებით საქართველო მსოფლიოს 40 საუკეთესო ქვეყანას შორის, კონტინენტური ევროპის ქვეყნების ოცეულში, ხოლო პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო სამეულშია.

უმაღლესი სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსის მიხედვით, საქართველოს მოდელური შეფასება ზედიზედ მე-11 წელიწადია დადებითი ქულით აღინიშნება“, - წერს ვოლსკი.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება