რუმინეთის პრემიერ-მინისტრი - რუსულმა დრონმა ჩამოვარდნამდე რუმინეთის ტერიტორიაზე 23 კილომეტრი იფრინა

რუსულმა დრონმა ჩამოვარდნამდე რუმინეთის ტერიტორიაზე 23 კილომეტრი იფრინა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუმინეთის პრემიერ-მინისტრი მარჩელ ჩოლაკუ ავრცელებს.

რუსული დრონი რუმინეთის ქალაქ ბრეილადან 8 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა.

„რამდენიმე წუთის წინ თავდაცვის მინისტრს ველაპარაკე. პერიმეტრი წინა ღამიდან დახურულია. გამოძიება მიმდინარეობს. ეს პირველი [მსგავსი შემთხვევა] არ არის, მინდა რომ ბოლო იყოს, მას არავის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ დაუყენებია”, - განაცხადა ჩოლაკუმ.

მისი თქმით, დრონის ჩამოვარდნის კრატერიდან გამომდინარე, მას ფეთქებადი ელემენტები არ ჰქონდა და სხვა არეალში ჩამოვარდნის შემთხვევაშიც ზიანს არ გამოიწვევდა.

ადგილობრივი გამოცემები აღნიშნავენ, რომ დრონმა რუმინეთის ტერიტორიაზე 23 კილომეტრი იფრინა და მასზე დატანილი წარწერები რუსულ მარკირებას ჰგავს, რომელსაც „შაჰედის“ ტიპის დრონებზე აკეთებენ.

ცნობისთვის, დრონი ხუთშაბათს ადგილობრივი დროით დაახლოებით 21:45 საათზე ჩამოვარდა და თვითმხილველები აღნიშნავენ, რომ მისი ჩამოვარდნის დროს ხმამაღალი აფეთქების ხმა გაისმა. წყაროების ინფორმაციით, ეს რუსული დრონი იყო, რომლის სამიზნესაც დუნაიზე მდებარე უკრაინული პორტები წარმოადგენდნენ, თუმცა მას GPS ნავიგაციის სისტემამ უმტყუნა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს