ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელისთვის საბრძოლო თვითმფრინავებისა და ბომბების გადაცემა დაამტკიცა

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ისრაელისთვის საბრძოლო თვითმფრინავებისა და ბომბების გადაცემა დაამტკიცა, - ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი პენტაგონისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

The Washington Post-ის ცნობით, ისრაელი 1800-ზე მეტ MK84 ბომბს, 500 MK82 ბომბს, ასევე, 25 F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავს და მათ ძრავებს მიიღებს.

აშშ-ის კონგრესმა ისრაელისთვის შეიარაღების აღნიშნული პაკეტის გადაცემას მხარი 2008 წელს დაუჭირა.

The Washington Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ თეთრ სახლს ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს