კლინიკა „ბაუ“-ს ინფორმაციით, ქალი, რომელიც ბათუმში, საკეისრო კვეთის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა, მათ სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა

კლინიკა „ბაუ“-ს ინფორმაციით, ქალი, რომელიც ბათუმში, საკეისრო კვეთის შემდგომი გართულებით გარდაიცვალა, მათ სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კლინიკა „ბაუ“-ში განუცხადეს.

კლინიკა „ბაუ“-ს ინფორმაციით, ქალის გადარჩენა სწორედ მისი მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა.

„31 წლის ქალი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი, კლინიკა BMS-დან ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში „ბაუ“-ში შემოიყვანეს. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, ჩვენმა ექიმებმა მაქსიმუმი გააკეთეს, თუმცა ქალი იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ მისი გადარჩენა შეუძლებელი გახდა. კლინიკაში შემოყვანიდან მალევე გარდაიცვალა”,- აცხადებენ „ბაუ“-ში.

ბათუმში საკეისრო კვეთის შედეგად გარდაცვლილ ქალთან დაკავშირებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს. ორსული კლინიკა BMS-ში იყო მოთავსებული, სადაც საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. რაც შეეხება ახალშობილს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. კლინიკა BMS-ში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება