თეთრი სახლი ტერაქტზე რუსეთის გაფრთხილების დეტალებზე საუბრობს

ჩვენ არ ვერჩით რუს ხალხს. მივიღეთ ინფორმაცია, რომ უდანაშაულო რუსი ხალხი ტერორისტული აქტის საფრთხის წინაშე იმყოფებოდა. ამიტომაც შევატყობინეთ რუსეთის ოფიციალურ პირებს, როგორც ეს საჭირო იყო და როგორც ამას ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის გავაკეთებდით, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ჯონ კირბი რუსეთის მიერ ტერორისტულ აქტში ბრიტანეთის, შეერთებული შტატების და უკრაინის როლზე საუბარს „აბსურდულს“ უწოდებს.

ჟურნალისტ მიშა კომადოვსკის კითხვაზე, თუ რატომ იყო აუცილებელი ამერიკას რუსეთი ტერაქტის ალბათობაზე გაეფრთხილებინა, მაშინ როცა ის უკრაინის წინააღმდეგ ომშია ჩართული, კირბი პასუხობს რომ „მსხვერპლი უდანაშაულო რუსი ხალხი იქნებოდა და ეს ასეც მოხდა“.

„ჩვენ საკუთარ მოვალეობას გაფრთხილების თაობაზე ძალიან, ძალიან სერიოზულად ვეკიდებით. უამრავი პრობლემა გვაქვს ბატონი [ვლადიმირ] პუტინის მართვის მეთოდებთან, და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი შეშფოთებაა იმასთან დაკავშირებით, რომ ის აგრძელებს უპასუხისმგებლო და ძალადობრივ იერიშს უკრაინელ ხალხზე და უკრაინულ ინფრასტრუქტურაზე.

მაგრამ, ჩვენ არ ვერჩით რუს ხალხს. მივიღეთ ინფორმაცია, რომ უდანაშაულო რუსი ხალხი ტერორისტული აქტის საფრთხის წინაშე იმყოფებოდა. ამიტომაც შევატყობინეთ რუსეთის ოფიციალურ პირებს, როგორც ეს საჭირო იყო და როგორც ამას ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის გავაკეთებდით“, - განაცხადადა კირბიმ.

კირბიმ თავი აარიდა პასუხს ჟურნალისტის კითხვაზე, თუ კონკრეტულად რა თქვა რუსეთმა და რა პასუხი გასცეს მათ ამერიკელებს მიღებულ გაფრთხილებაზე.

„არ ვისაუბრებ იმაზე, თუ რა თქვა მეორე მხარემ და როგორ მოიქცა ჩვენ მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე პასუხად. ჩვენ მივაწოდეთ, ჩვენი აზრით, საჭირო და ღირებული ინფორმაცია იმაზე, რაც გარდაუვალ ტერორისტულ საფრთხედ ჩავთვალეთ. ამას გარდა, ჩვენ გავაფრთხილეთ [რუსეთში მყოფი] ამერიკელები, მორიდებოდნენ საჯარო ადგილებს, როგორიცაა საკონცერტო დარბაზები. ძალზე პირდაპირნი ვიყავით რუს კოლეგებთან და ისე მოვიქეცით, რომ მათ ნამდვილად მიეღოთ საჭირო ცნობები. ის, თუ რა გაგრძელება მოჰყვა ან არ მოჰყვა ამას, ამაზე თავად ისაუბრონ“, - აცხადებს კირბი.

„ამერიკის ხმის“ ჟურნალისტის, მიშა კომადოვსკის კითხვაზე, „მათ ეს ინფორმაცია ნამდვილად მიიღეს თუ არა”, კირბი დადებით პასუხს სცემს.

„ვიცით, რომ მიიღეს ინფორმაცია და მათ გაიგეს მისი შინაარსი. კიდევ ერთხელ, ის, თუ როგორ მოიქცნენ ისინი, ამაზე თვითონ თქვან“, - განაცხადა თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება