ოლექსი დანილოვი მოლდოვაში უკრაინის ელჩად დაინიშნა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლექსი დანილოვი მოლდოვაში უკრაინის ელჩად დანიშნა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის ყოფილი მდივანი, ოლექსი დანილოვი მუშაობას დიპლომატიური მიმართულებით გააგრძელებს.

„უფრო კონკრეტულად, მე მისი კანდიდატურა მოლდოვის რესპუბლიკაში ჩვენი ქვეყნის ელჩის თანამდებობაზე დავამტკიცე. იგი უკრაინისთვის სამომავლო მუშაობის მსგავსი ხედვის შესახებ მესაუბრა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლექსი დანილოვი 26 მარტს გაათავისუფლა და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე ალექსანდრ ლიტვინენკო დანიშნა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს