ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის საკითხზე საჯარო განხილვა გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სამსახურების, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და დაინტერესებული საზოგადოება მონაწილეობდა.

„სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს ჯუმათის სატყეო უბანში არსებულ 625 ჰა ფართობზე სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, სამომავლოდ ღონისძიებებზე იმსჯელეს და დასმულ კითხვებს უპასუხეს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კარლო ამირგულაშვილმა აღნიშნა, ტერიტორიაზე, ერთი მხრივ, უნდა მოხდეს სახეობათა აღწარმოება და, მეორე მხრივ, დაინერგოს სწორი ნადირობის პრაქტიკა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სამონადირეო მეურნეობისთვის შერჩეული ტერიტორიის მიმდებარე სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრის ინიციატივა გამოთქვეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამონადირეო მეურნეობის მოწყობის საკითხზე მუშაობა ადგილობრივი თემისა და მონადირეების ინიციატივით დაიწყო. სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ა(ა)იპ საქართველოს მონადირეთა კავშირმა მიმართა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს