ნინო წილოსანი - ჩვენი პოლიტიკური გუნდის გაცხადებული მიზანია ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა, ხოლო „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის პირდაპირი დანიშნულება ქალების გაძლიერებაა

მიხარია, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის გაცხადებული მიზანია ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა, ხოლო „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის პირდაპირი დანიშნულებაა ქალების გაძლიერება, წარმატება ჩვენს მიზნებსა და ამოცანებში, გამარჯვება 2024 წელს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და “ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ნინო წილოსანის განცხადებით, პოლიტიკის განვითარება უფრო მაღალ საფეხურზე მაშინ გადადის, როდესაც საზოგადოების ყველა ჯგუფს აქვს მასზე მიმართული და მასზე მორგებული მიდგომა.

„როდის გადადის პოლიტიკის განვითარება უფრო მაღალ ეტაპზე, როცა საზოგადოების ყველა ჯგუფს აქვს მასზე მიმართული და მასზე მორგებული მიდგომა. როცა პოლიტიკის მიზანია გამოკვეთოს და წამოწიოს თითოეული ინდივიდი, ადამიანი, მისი შესაძლებლობების და უნარების მიხედვით. როცა ქვეყნის განვითარების ყველაზე დიდი რესურსი არის ადამიანი და ამ რესურსების მაქსიმალურ მხარდაჭერას იწყებს. ქალები ჩვენი ქვეყნის 52 პროცენტს წარმოვადგენთ. ქალებს და კაცებს ერთად შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი უზრუნველვყოთ. მიხარია, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის გაცხადებული მიზანია ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკა, ხოლო „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის პირდაპირი დანიშნულებაა ქალების გაძლიერება, წარმატება ჩვენს მიზნებსა და ამოცანებში, გამარჯვება 2024 წელს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს