ოლაფ შოლცი - უკრაინას სამართლიანი მშვიდობისთვის ბრძოლაში მხარს ვუჭერთ, იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება

უკრაინას სამართლიანი მშვიდობისთვის ბრძოლაში მხარს იქამდე დავუჭერთ, სანამ საჭირო იქნება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა.

„მშვიდობა თავისუფლების გარეშე ჩაგვრას ნიშნავს. მშვიდობა სამართლიანობის გარეშე არ არსებობს. სწორედ ამიტომ, ჩვენ უკრაინას სამართლიანი მშვიდობისთვის ბრძოლაში მხარს ვუჭერთ, იქამდე, სანამ ეს საჭირო იქნება. ჩვენ ყველას უფრო მშვიდობიანი სამყარო გვსურს. ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მცხოვრებ ხალხს მშვიდობაზე მეტად არაფერი სურს“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერა გერმანიის უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანია.

„უკრაინის მხარდაჭერა ჩვენთვის, ჩვენი უსაფრთხოებისთვისაც აუცილებელია. ათწლეულების განმავლობაში ევროპაში მშვიდობა ერთ ძალიან მნიშვნელოვან პრინციპს ემყარებოდა: საზღვრის ხაზების გადაადგილება ძალის გამოყენებით არ უნდა მოხდეს. აღარასდროს! ვლადიმერ პუტინის რუსეთმა ეს პრინციპი დაარღვია. ამ პრინციპის თავიდან ამოქმედება ჩვენს ხელშია. უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებით - მტკიცედ და წინდახედულად“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს