„ქუთაისი-ეკო-სმარტ ქალაქი" ფარგლებში ჩატარებულ იდეათონში რჩეული გუნდები გამოვლინდნენ

ქუთაისის ურბანული ტრანსფორმაციის პორტფელის „ქუთაისი-ეკო-სმარტ ქალაქი" ფარგლებში ჩატარებულ იდეათონში რჩეული გუნდები გამოვლინდნენ. ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში იდეათონი 29-30 მარტს მიმდინარეობდა.

„ორი დღის განმავლობაში ცხრა ახალგაზრდულმა გუნდმა იმუშავა და ჟიურის წარუდგინა იდეები, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს ქუთაისის ეკო სმარტ ქალაქად ტრანსფორმაციას.

"ქუთაისის ურბანული ტრანსფორმაციის პორტფელი „ქუთაისი-ეკო-სმარტ ქალაქი" ერთ-ერთი წარმატებული საერთაშორისო პროექტია, რომელიც ჩვენს ქალაქში ხორციელდება.

ამ პროექტის ეფექტურობისათვის უმნიშვნელოვანესია მასში ახალგაზრდების ჩართულობა, მათი კრეატული და ინოვაციური იდეები ხელს შეუწყობს ქუთაისის, როგორც ეკო სმარტ ქალაქის განვითარებას, ეკო-მეგობრული გარემოს ჩამოყალიბებას და ჩვენი ქალაქის კიდევ უფრო მეტ მიმზიდველობას ვიზიტორებისთვის.

ორი დღის განმავლობაში, იდეათონის მონაწილეებმა ბევრ საინტერესო იდეაზე იმუშავეს, მათ შორის საუკეთესოებს კი, მომდევნო ეტაპზე, ქუთაისის მერიის და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით, რეალობად ვაქცევთ.

იდეათონზე გამოყენებითი ეკოინოვაციების აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადავეცით",- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

იდეათონის ორგანიზატორებისა და პარტნიორი ორგანიზაციების: ქუთაისის მერიის, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის „სპექტრი", საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას", კომპანია "პოდკასტი ტექ-თოქის" რჩეულები გახდნენ და შესაბამისი პრიზები და სიგელები გადაეცათ გუნდებს:

Eco Park Stewards, ადლერი, ეკო-შოკი, INT-Max, მშენებლები, მხატვარი. საუკეთესო იდეებს მიეცა რეკომენდაცია, რომ ქალაქში განხორციელდეს. ღონისძიება ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორობით ჩატარდა.

ქუთაისის ურბანული ტრანსფორმაციის პორტფელზე „ქუთაისი-ეკო-სმარტ ქალაქი" მუშაობა ევროკავშირი-UNDP-ის ერთობლივი ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის" მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო