უკრაინელებმა რუსების ცხრა დრონი და ცხრა რაკეტა ჩამოაგდეს

უკრაინელმა დამცველებმა გუშინ ღამით რუსების მიერ გაშვებული Shahed-136/131 ტიპის ცხრა დრონი და ცხრა ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინას სარატოვის ოლქიდან, Ту-95мс სტრატეგიული თვითმფრინავიდან გაშვებული X-101/X-555 ტიპის 14 ფრთოსანი რაკეტითა, ოკუპირებული ყირიმიდან - „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით და ზაპოროჟიეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან КАР Х-59 რაკეტით შეუტიეს.

ამასთან, რუსებმა რუსეთის პრიმორსკო-არხარსკის ტერიტორიიდან და ოკუპირებული ყირიმიდან „შაჰედის“ ტიპის 11 დრონი გაუშვეს.

უკრაინელმა სამხედროებმა 18 საჰაერო სამიზნე გაანადგურეს: X-101/X-555 ტიპის ცხრა ფრთოსანი რაკეტა და Shahed-136/131 ტიპის ცხრა დრონი.

საჰაერო თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები და საჰაერო ძალების გამანადგურებელი თვითმფრინავები, ასევე მობილური საცეცხლე ჯგუფები და უკრაინის თავდაცვის ძალების რადიოელექტრონული საბრძოლო სისტემები.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!