სირიაში, თურქეთის საზღვართან, ბაზარში, დანაღმული ავტომობილის აფეთქებას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

სირიის ჩრდილოეთ ნაწილში, ხალხით გადატვირთულ ბაზარში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა, რის შედეგადაც სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თავდასხმა თურქეთის საზღვართან, ალეპოს პროვინციაში, ქალაქ აზაზში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ორი ბავშვია.

ამ დროისთვის, უცნობია ვინ განახორციელა თავდასხმა ქალაქში, რომელსაც მართავენ პროთურქი გასამხედროებული შეიარაღებული ჯგუფები, რომლებიც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს ებრძვიან.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს