ირაკლი კობახიძე - ზოგიერთი ადამიანის  გადმოსახედიდან გარკვეული პრივილეგიები, მათ შორის ვიზიტები განიხილება, როგორც სასამართოს დამოუკიდებლობაში ჩარევის ინსტრუმენტი, რაც არის ძალიან ცუდი პრაქტიკა

ზოგიერთი ადამიანის გადმოსახედიდან გარკვეული პრივილეგიები, მათ შორის ვიზიტები განიხილება, როგორც სასამართოს დამოუკიდებლობაში ჩარევის ინსტრუმენტი, რაც არის ძალიან ცუდი პრაქტიკა. ეს პრაქტიკა უნდა აღიკვეთოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, არ არის კარგი, როცა გარკვეული ტიპის პრივილეგიები გამოიყენება სასამართლო დამოუკიდებლობაში ჩარევის მიზნით.

„არ ვარგა, როცა გარკვეული ტიპის პრივილეგიები გამოიყენება სასამართლო დამოუკიდებლობაში ჩარევის მიზნით. თქვენ გახსოვთ მოსამართლე ჩხიკვაძის საქმე, როდესაც მას მოსთხოვეს ანგარიში კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით და შემდეგ გაუუქმეს ვიზიტი ერთ-ერთ სახელმწიფოში. ამ კონკრეტული ფაქტიდან ჩანს, რომ ვიღაცების გადმოსახედიდან გარკვეული პრივილეგიები, მათ შორის ვიზიტები განიხილება, როგორც სასამართოს დამოუკიდებლობაში ჩარევის ინსტრუმენტი, რაც არის ძალიან ცუდი პრაქტიკა. ეს პრაქტიკა უნდა აღიკვეთოს", - განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს