ირაკლი კობახიძე - ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვებას არანაირი კავშირი არ ჰქონდა კორუფციასთან

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვებას არანაირი კავშირი არ ჰქონდა კორუფციასთან, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს საერთაშორისო რეიტინგებით, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით კარგი მონაცემები აქვს, თუმცა ამ მიმართულებით კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

პრემიერის განცხადებით, მის მთავრობას აქვს ამბიციური მიზანი, რომ ქვეყანამ კორუფციასთან ბრძოლის და სიმცირის თვალსაზრისით ევროპის სამეულში დაიკავოს ადგილი და ერთი თვის განმავლობაში პრევენციისთვის არაერთი ნაბიჯი გადაიდგა.

„რაც შეეხება ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს, მის მიერ თანამდებობის დატოვებას არანაირი კავშირი არ ჰქონდა კორუფციასთან.

რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას, ეს ჩვენი უმთავრესი ამოცანაა. ყველა საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით, კარგი მონაცემები გვაქვს კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ევროკავშირში წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას ვუსწრებთ, ასევე, ევროკავშირის წევრ 10-ამდე ქვეყანას.

ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრი 20 ქვეყანა გვისწრებს მეტყველებს, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი კორუფციასთან საბრძოლველად, უნდა შევამციროთ ის. ძალიან ამბიციური მიზანი გვაქვს, რომ ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციასთან ბრძოლის და სიმცირის თვალსაზრისით. ამ ერთი თვის განმავლობაში არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, რათა გვეზრუნა პრევენციაზე, თუმცა მომავალშიც ბევრი რამ გაკეთდება. გპირდებით, ერთი წლის განმავლობაში გვექნება თვისობრივი, ხელშესახები შედეგები კორუფციის კიდევ უფრო მეტად შემცირების თვალსაზრისით. ჩვენი მიზანია კორუფციის სრულად აღმოფხვრა, რაც რთული ამოცანაა. ყველა ქვეყანაშია, მათ შორის, სკანდინავიის ქვეყნებშიც კი, რომლებიც გამოირჩევიან ყველაზე დაბალი ხარისხით. ჩვენ პოლიტიკური ნება გვაქვს და ამ პოლიტიკური ნების პირობებში შესაძლებელია ამბიციურ გეგმას მივაღწიოთ, რასაც ჰქვია ევროპის სამეულში ადგილის დაკავება“, - აღნიშნა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს