ირაკლი კობახიძე - 31 მარტი არის რეფერენდუმის დღე, რომელმაც საფუძველი დაუდო ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას

ეს არის უმნიშვნელოვანესი თარიღი, ბუნებრივია, ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 31 მარტი არის რფერენდუმის დღე და ის დღე, რომელმაც საფუძველი დაუდო ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მაშინდელი რეფერენდუმი ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რაც იყო უმნიშვნელოვანესი აქტი.

„რა თქმა უნდა, სიმბოლურია, რომ სწორედ პირველი პრეზიდენტის დაბადების დღეს დაემთხვა რეფერენდუმის დღე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ დღემ მისცა დასაბამი ჩვენი სახელმწიფოებრივობის უახლეს ისტორიას, შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს არის მისალოცი თარიღი. ხაზს გავუსვამ იმას, რომ მაშინდელი რეფერენდუმი ჩატარდა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, რაც იყო უმნიშვნელოვანესი აქტი",- აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება