საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოდელი იცვლება

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოდელი პაპ-ტესტიდან Hr-HPV დნმ ტესტირებაზე გადადის. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, კიბოს სკრინინგის პროგრამაში ჩართული თბილისის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგის მონაწილეებს ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი ეთერ კიღურაძე საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამის ცვლილების მნიშვნელობაზე, ამ პროცესში ეროვნული სკრინინგ ცენტრის ჩართულობასა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პროგრამის ეფექტიანად განხორციელების წინაპირობებზე ესაუბრა.

„საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პაპ-ტესტიდან Hr-HPV დნმ ტესტირებაზე გადადის. ეროვნული სკრინინგ ცენტრი კვლევისთვის შესაბამისი სამედიცინო აპარატურით აღიჭურვა. ახალი მოდელის პირობებში დიდი მნიშვნელობა ენიჭება პაციენტთან კომუნიკაციას და მასთან დაკავშირებულ სენსიტიურ საკითხებს, რაც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული Hr-HPV დნმ ტესტირების დადებითი პასუხების შემთხვევაში“, - განაცხადა ეთერ კიღურაძემ.

მერიის ცნობით, მოდელის ცვლილებას წინ უძღოდა ეროვნული სკრინინგ ცენტრის მიერ განხორციელებული საპილოტე პროექტი - საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ორი მოდელის შედარებითი ანალიზი პირველად პაპ-ტესტსა და Hr-HPV დნმ ტესტირების საფუძველზე. ახალი მოდელის მიხედვით, 25-დან 29 წლის ჩათვლით ისევ ტარდება ციტოლოგიური კვლევა ( პაპ-ტესტი), ხოლო 30-დან 60 წლის ჩათვლით Hr-HPV დნმ ტესტი.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო