რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი - დაღესტანში სამი ტერორისტი დავაკავეთ

დაღესტანში, ანტიტერორისტული ოპერაციის დროს სამი ადამიანი დააკავეს, რომლებიც ტერაქტებს გეგმავდნენ, - ინფორმაციას რუსული მედია ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის საინფორმაციო ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ამ დილით მახაჩყალასა და კასპიისკში ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ოპერატიული შტაბის ხელმძღვანელობით ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის დროს, უსაფრთხოების ორგანოებმა დააკავეს სამი ბანდიტი, რომლებიც ტერორისტული დანაშაულების ჩადენას გეგმავდნენ“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, დაკავებისას დამნაშავეებისგან ავტომატური იარაღი, საბრძოლო მასალა და გამოსაყენებლად მზა ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ოპერაციის დროს არავინ დაშავებულა.

ცნობისთვის, დღეს დილით რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მახაჩყალასა და კასპიისკის საცხოვრებელ უბნებში, რამდენიმე ბინაში სპეცრაზს ტერორისტები ჰყავდა დაბლოკილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება