რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას აღდგომას ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას აღდგომას ულოცავს.

მათივე ცნობით, სააღდგომო ღონისძიებას ესწრებოდნენ რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი სერგო ფარულავა და ანალიტიკოსი გიორგი პატაშური. მაცხოვრის აღდგომის უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული აღნიშნეს დღეს რუსთავში მცხოვრებმა ლუთერებმაც.

„მაცხოვრის აღდგომა იზეიმეს საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის წარმომადგენლებმაც. თბილისის შერიგების ეკლესიაში საზეიმო მსახურებას ეპისკოპოსი როლფ ბარაისი უძღვებოდა.

საქართველოს მთავრობისა და რელიგიის სააგენტოს სახელით, ტაძარში შეკრებილ მრევლსა და სასულიერო დასს აღდგომა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსმა, ნინო ჭავჭავაძემ.

სააღდგომო ღონისძიებას ესწრებოდნენ რელიგიის სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი სპეციალისტი სერგო ფარულავა და ანალიტიკოსი გიორგი პატაშური. მაცხოვრის აღდგომის უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული აღნიშნეს დღეს რუსთავში მცხოვრებმა ლუთერებმაც.

საზეიმო წირვა მშვიდობის ევანგელურ-ლუთერულ ტაძარში აღავლინა ტაძრის პასტორმა, ირინა სოლეიმ.

წირვას დაესწრო და საქართველოს მთავრობის, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სახელით მრევლს აღდგომა მიულოცა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მენეჯერმა ლაშა მჭედლიძემ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება