ზუგდიდში ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გვირგვინით შეამკეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებმა დავით ვერავამ და დავით კუხალეიშვილმა, ზუგდიდის მერთან მამუკა წოწერიასთან, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნელებთან ერთად, დამოუკიდებლობის აღდგენის მემორანდუმის დღესთან და ზვიდ გამსახურდის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პირველი პრეზიდენტის ბიუსტი გვირგვინით შეამკეს.

„33 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, ჩატარებულ რეფერენდუმზე, ამომრჩეველთა უდიდესმა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?".

რეფერენდუმის შედეგები საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების საფუძველი გახდა. საქართველოს პირველ პრეზიდენტს, მწერალს, მთარგმნელს, დისიდენტს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს ეროვნულ გმირს, ზვიად გამსახურდიას 85 წელი შეუსრულდებოდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს