ირაკლი ღარიბაშვილი - ვინ არის, საერთოდ რატომ უნდა ვისაუბრო გვარამიაზე? - ადამიანებს სწირავდა ეს არარაობა, გაუგებარი ადამიანი

ადამიანებს სწირავდა ეს არარაობა, გაუგებარი ადამიანი - ვინ დაიჯერებს ნიკა გვარამიას გარდასახვას თუ გარდაქმნას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ნიკა გვარამია „ბოროტი სისტემის მსახური“ იყო.

„გვარამია არც ჩემთვის და არავისთვის არ არის საინტერესო. ვინ არის, საერთოდ რატომ უნდა ვისაუბრო გვარამიაზე? გვარამია იყო პროკურორის მოადგილე, რომელმაც ჩაიდინა „იმედის“ დარბევა, ძარცვა და ათასი უბედურება. ადამიანებს სწირავდა ეს არარაობა, გაუგებარი ადამიანი. ოჯახებს ანადგურებდა, ჩართული იყო თავიდან ბოლომდე. შემდეგ გახდა მედია მენეჯერი, ახლა პარტიის წარმომადგენელია, პოლიტიკოსი. ძალიან კარგად ვიცით, ვინ არის გვარამია. ჩვეულებრივი, სააკაშვილის გუნდის წევრი. ვინ დაიჯერებს მის გარდასახვას თუ გარდაქმნას. სამარცხვინო სიტუაციაა. როგორ შეიძლება გვარამია და მელია? - რაც არ უნდა ფერი იცვალონ, გნებავთ, კიდევ სხვა რაღაცები გააკეთონ, შეიცვალონ რაღაც-რაღაცები მაინც დარჩება გვარამია მწამებელ ჯალათად. ის იყო ჯალათი, ამ ბოროტი სისტემის მსახური“,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება