ირაკლი ღარიბაშვილი - პრეზიდენტი ვერ ეგუება, რომ ძალიან მალე მოუწევს პრეზიდენტობის დათმობა - ჩართულია დესტრუქციულ, პროვოკაციულ, იაფფასიან კამპანიაში

ყველაზე ოპტიმისტ ოპოზიციონერსაც კი აღარ ეპარება ეჭვი, რომ ისინი მარცხდებიან, ხავსს ეკიდებიან - სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი აღარ ემსახურება ქართველი ხალხს, ჩართულია, დესტრუქციულ, პროვოკაციულ, იაფფასიან კამპანიაში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, მორიგ დიდ სამარცხვინო მარცხს მიიღებს ოპოზიცია 26 ოქტომბერს.

„ყველაზე ოპტიმისტ ოპოზიციონერსაც კი აღარ ეპარება ეჭვი, რომ ისინი მარცხდებიან. მორიგ დიდ სამარცხვინო მარცხს მიიღებენ 26 ოქტომბერს. ამიტომ ეკიდებიან ხავსს. მოიფიქრეს, მოდი, დამატებით უბნები დავამატოთ საზღვარგარეთ. მათ არაფერი უშველით, უბნის დამატებას წყვეტს ხელისუფლება.

თუ დიასპორის წარმომადგენელს უნდა არჩევნებში მონაწილეობა, ეს შეუძლიათ. საელჩოებში შესაბამისი უბნებია გახსნილი. ყველას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, ან ჩამოვიდნენ საქართველოში და მიიღონ მონაწილეობა. ვინმეს ვუშლით, თუ ეკრძალებათ მათ მონაწილეობის მიღება?

პრეზიდენტი ვერ ეგუება იმ ფაქტს, რომ ძალიან მალე მოუწევს პრეზიდენტობის დათმობა. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი აღარ ემსახურება ქართველი ხალხს, საქართველოს ინტერესებს. ჩართულია დესტრუქციულ, პროვოკაციულ, იაფფასიან კამპანიაში“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება