გივი მიქანაძემ „ისრაელის სახლის" მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

საქართველო-ისრაელის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძემ მონაწილეობა მიიღო „ისრაელის სახლის" მიერ საქართველოში 35-წლიანი საქმიანობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, შეხვედრა გახსნა „ისრაელის სახლის" ხელმძღვანელმა იციკ მოშემ, რომელმაც „ისრაელის სახლის" საქართველოში საქმიანობა შეაჯამა და მადლობა გადაუხადა ორი ქვეყნის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების ხელმძღვანელებს ქვეყნებისა და ხალხის დაახლოებაში შეტანილი წვლილისთვის.

„სიტყვით გამოსვლისას გივი მიქანაძემ ისაუბრა „ისრაელის სახლის" და მისი ხელმძღვანელის საქმიანობაზე და ისრაელისთვის ასეთ რთულ პერიოდში ქნესეთის დელეგაციის ვიზიტის მნიშვნელობაზე. კომიტეტის თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო ინფორმაცია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გადაწყვეტილების თაობაზე, გაიზარდოს სასკოლო პროგრამის მსოფლიო ისტორიისა და მოქალაქეობის საგნებში ჰოლოკოსტისა და ანტისემიტიზმის საკითხების სწავლება.

საქართველო-ისრაელის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა დაგმო გასული წლის 7 ოქტომბერს ისრაელში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმა, ხაზი გაუსვა მძევალთა უპირობო და დაუყოვნებლივ დაბრუნებას და მშვიდობა უსურვა ისრაელსა და ისრაელელებს.

ქნესეთში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა დავიდ ბიტანმა თავის გამოსვლაში განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა გივი მიქანაძის, როგორც მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის და მთლიანად საქართველოს მიმართ, განსაკუთრებული თანადგომის გამოცხადების გამო. მანვე დააფიქსირა მზადყოფნა გაიზარდოს თანამშრომლობა ბიზნეს სექტორებს შორის. ამ მხრივ, ახლო მომავალში არაერთი ნაბიჯის გადადგმაა ნავარაუდევი.

ღონისძიების დასასრულს იციკ მოშემ მადლობის სიგელებით დააჯილდოვა ის უმაღლესი სასწავლებლები, სადაც ჰოლოკოსტის სწავლება წლებია მიმდინარეობს. ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდა საქართველოს სახალხო არტისტი, მომღერალი თამარ გვერდწითელი, რომელსაც ქალაქ არადის საპატიო მოქალაქეობა მიენიჭა.

იციკ მოშემ მიმდინარე წლის ბოლოს საქართველოში ისრაელი-საქართველოს დიდი ბიზნეს ფორუმის ჩატარება დააანონსა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: ქნესეთის დეპუტატები, ისრაელელი ბიზნესმენები, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი კონსტანტინე გამსახურდია, ქართველი და ებრაელი საზოგადო მოღვაწეები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს