კირილ ბუდანოვი - რუსეთი „კალიბრის“ რაკეტებს აგროვებდა, მალე დაიწყებს მათ გამოყენებას

რუსი ოკუპანტები აგროვებდნენ კალიბრის ფრთოსან რაკეტებს და სავარაუდოდ, მალე კვლავ დაიწყებენ მათ გამოყენებას უკრაინაზე თავდასხმისთვის, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

„“კალიბრებს“ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აგროვებდნენ. ისინი აბსოლუტურად მზად არიან გამოსაყენებლად“, - აღნიშნა ბუდანოვმა.

მისი თქმით, ოკუპანტებმა არ გამოიყენეს „კალიბრის“ რაკეტები, რადგან ისინი ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე X-101 ტიპის რაკეტები.

„ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ჩვენ კვლავ ვიხილავთ „კალიბრს“, რადგან საგრძნობლად შემცირდა X-101 რაკეტების რაოდენობა“, - განაცხადა მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, რუსეთმა ადრე მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებდა ფლოტის სარაკეტო რეზერვების განახლებას და მათ გარკვეულ რაოდენობამდე გაზრდას.

"მათ ეს დავალება შეასრულეს. ანუ ახლა ტექნიკურად მზად არიან მათ გამოსაყენებლად. სანამ ფლოტი აგროვებდა რაკეტებს, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალები იყენებდნენ X-101-ს", - განმარტა ბუდანოვმა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!